16:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 18:49:24, 727 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევა იყო

 სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რუსთაველის გამზირზე კარვების დაშლას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად აფასებს.

 როგორც ომბუდსმენმა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღნიშნა, შსს-მ ყველა დაკავებულის შესახებ ინფორმაცია უნდა გაავრცელოს.

„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ, ამდროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; ჩვენი წარმომადგენლებიც იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან ვითარებას; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“,- წერს ლომჯარია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics