|
2018-06-10 11:19:48, 1577 ნახვა
პოლიტიკა
დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება
დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით პარლამენტთან აქცია გაიმართება. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას გეგმავენ. აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება. აქციაზე ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ელოდებან. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები თბილისში დაგეგმილ აქციაზე გაემგზავრნენ. აქციას უერთებიან ბათუმიდან და ფოთიდანაც. ისინი ამბობენ რომ სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სალარიძეს და სისტემის დანგრევას ითხოვენ. ცნობილია, რომ ევროპული საქართველო დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)