17:24 - 19 Aug, 2026
|
2018-06-09 18:52:35, 1168 ნახვა
საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 8 ივნისს, კახეთის რეგიონში 370 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული. ცენტრის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში,სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 16:30 საათიდან საღამოს 17:45 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 70 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)