18:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 09:43:29, 1066 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: არ მაქვს დღეს განცდა, რომ პრემიერი უნდა გადადგეს, ვის დამისახელებთ კვირიკაშვილზე უკეთესს „ქართული ოცნების“ გუნდში?!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მომხრე არ არის. 

როგორც პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ძალიან კარგია როგორ კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. 

"მე არ მაქვს დღეს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, ვის დამისახელებთ გიორგი კვირიკაშვილზე უკეთესს „ქართული ოცნების“ გუნდში?! მე არ მაქვს დღეს ეს განცდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ ეს მოთხოვნა საზოგადოების დასაყენებელია ან არდასაყენებელი. პრემიერის გადადგომის განცდა მე პირადად, როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს, არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია პროცესის ადეკვატურობაზე, რადგან პოლიტიკოსები უნდა ესაუბრებოდნენ ხალხს. არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ „ფეისბუქ ფეიკით“ პოლიტიკურ პროცესს განაპირობებ. არ უნდა ამოეფაროს არც ერთი პოლიტიკოსი პროპაგანდის შიდაპოლიტიკურ მანქანას, ეს დამღუპველია“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics