|
2018-06-07 14:07:36, 942 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ VI-ის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავი შეკეთდა
ავლაბარში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N10-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავი შეკეთდა. ცუცქირიძის ქუჩის N19-ში პირველ ივნისს გაჩენილი ხანძრის შედეგად, მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც ისნის რაიონის გამგეობამ ოპერატიულად განახორციელა. აღნიშნულ მისამართზე ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც კონტრაქტორ კომპანიას დამწვარი სახურავის აღდგენა დაავალა. კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას მომდევნო დღეებშიც შეხვდა და სამუშაოების შედეგებსაც გაეცნო. ვახტანგ VI-ის ქუჩა N10-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც გამოიკვეთა, რომელთა გამოსასწორებლად, სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში უახლოეს პერიოდში ჩატარდება.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)