|
2018-06-07 12:59:10, 2648 ნახვა
საზოგადოება
დიდი ზომის ქვეწარმავალი, რომელიც ნუცუბიძეზე შენიშნეს, გველხოკერა აღმოჩნდა
დიდი ზომის ქვეწარმავალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძეზე შენიშნეს, გველხოკერა აღმოჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს. აღსანიშნავია, რომ გველხოკერა შხამიანი გველი არ არის და ის ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. „31 მაისს, 13:13 საათზე, 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ნუცუბიძის მესამე მიკრო რაიონის მეორე კვარტალში შენიშნეს გველი. 13:27 საათზე ადგილზე მივიდნენ ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლები. გველი დაიჭირეს და აღმოჩნდა გველხოკერა. ასევე მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება“, - აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. მათივე ცნობით, ქვეწარმავალზე გამოძახებების რაოდენობა თბილისის მასშტაბით გაზრდილია. შეგახსენებთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში მთელი თბილისის მაშტაბით ქვეწარმავალთან დაკავშირებით „112“-ში 300-მდე შეტყობინება შევიდა, აქედან 200 მაისში. სულ მონიტორინგის თანამშრომლებმა 118 ქვეწარმავალი დაიჭირეს და ისინი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)