|
2018-06-07 12:33:22, 10612 ნახვა
კულტურა
Kavkaz Jazz ფესტივალი იწყება
თბილისის მერიის და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 7-8 ივნისს თბილისში მე-9 Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს. კავკასიური ჯაზის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად 7 ივნისს, 20:00 საათზე Jazz Café Singer იქცევა, ხოლო თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, აბანოთუბანში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ერთ სცენაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. წლევანდელი Kavkaz Jazz ფესტივალის მონაწილეები არიან: სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი) - პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა: Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival, Beethoven Festival. მონაწილეები თურქეთიდან - ISTBILISI პროექტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად Kavkaz Jazz ფესტივალისთვის - ბილალ ყარამანი გიტარაზე, მუსტაფა ოლგანზი ელექტრო ქანუნთან და შენთურქ ოზთაში - ელექტრო ბასზე, მათი შესრულებული მუსიკა იქნება შერწყმა ტრადიციული და თანამედროვე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მუსიკის. ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი, საქართველო-აშშ) - დასარტყამი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. როგორც გამოცემა New York City Jazz Record-მა უწოდა „ნიუ იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“. მან წარჩინებით დაამთავრა პრესტიჟული Berklee College Of Music (აშშ). არის გამოჩენილი არტისტების მრავალი პროექტის მონაწილე და საავტორო პროექტების ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი. არმენ უსნუნცი (სომხეთი) - საქსოფონისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, სომხეთის დამსახურებული არტისტი, ჯგუფი Time Report დამფუძნებელი, წლების მანძილზეა არტო ტუნჯბოიაჯანის ლეგენდარული Armenian Navy Band სოლისტი, 2004-2006 წლებში იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პროფესორი. Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან. პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge. წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მთავარი მხარდამჭერი კი არის თბილისის მერია. ასევე, პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, იუნუს ემრეს ინსტიტუტი, მედია ჰოლდინგი GBtimes Georgia, რადიო IMEDI და OK Magazine.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)