|
2018-06-07 11:03:43, 877 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის ბუნების ფონდი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ლევან დავითაშვილმა ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და კავკასიის ბუნების ფონდს 10 წლის იუბილე მიულოცა. „კავკასიის ბუნების ფონდი არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის სხვა რესპუბლიკებშიც. მინდა მივულოცო 10 წლისთავი, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმეა გაკეთებული დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ჯამში, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)