|
2018-06-05 16:15:06, 1425 ნახვა
პოლიტიკა
„მომავალი მთავარი პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან“ - „გირჩი“ NGO-ების მოთხოვნას უერთდება
პოლიტიკური პარტია "გირჩი" უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, დატოვოს თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ "გირჩის" განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში არსებული მდგომარეობა თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა. "სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად სწორედ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა და არცერთი თავმოყვარე ორგანიზაცია მასთან კონსულტაციებზე არ უნდა დაჯდეს. თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც, მისი არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო დღევანდელ იუსტიციის მინისტრს. ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან", რომელიც დადებს პროკურატურის დეცენტრალიზაციის გასაგებ და რეალისტურ გეგმას - რომ პროკურატურა აღარ იყოს სადამსჯელო მექანიზმი ყველა ხელისუფლების ხელში. სხვა შემთხვევაში, წავალთ შემდეგ წრეზე", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმას თავი ვერ გაართვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)