|
2018-06-05 08:54:55, 1517 ნახვა
პოლიტიკა
დადუნაშვილის მამა: პრემიერი დაგვპირდა, რომ ბევრი რამე იქნება შესწავლილი და გამოსწორებული
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, დავით დადუნაშვილი მივიდა. როგორც ლევან დადუნაშვილის მამამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არ შეეძლო აქციაზე არ მისულიყო. მისივე თქმით, მთავრობა არ უარყოფს, რომ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში უყურადღებობაა დაშვებული. „ყველას მადლობას გეტყვით. მე პრემიერთან ვიყავი შეხვედრაზე და არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ. ერთი ისაა, რომ მაჩალიკაშვილიც და ზაზაც სიმართლეს ეძებენ. ის სიმართლე მათ აუცილებლად უნდა გაიგონ. უყურადღებობა რომაა დაშვებული, ამას მთავრობა არ უარყოფს. მე მჯერა რომ ისინი ამას ყურად იღებენ და გამოასწორებენ. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ეს მქონდა გულში. ნინო ლომჯარიას მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით, მან ჩემთვის და ამ საქმისთვის ბევრი გააკეთა. კაცები, ახალგაზრდები, ქართველი კაცები იმით გამოირჩევიან, რომ ქალების მიმართ ყოველთვის უფრო მიმტევებლები უნდა იყვნენ. ეს მინდოდა აღმენიშნა. თქვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ“, - მიმართა დადუნაშვილის მამამ ვაკის პარკში შეკრებილებს. მისივიე თქმით, იგი პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)