|
2018-06-05 08:41:04, 1752 ნახვა
საზოგადოება
მეტროს მემანქანეებმა კალაძესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნით დატოვეს - გაფიცვა გრძელდება
თბილისის მერიაში გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი და შეხვედრის მონაწილეები ამჯერად გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე წავლენ, სადაც მეტროს სხვა მემქანანეები არიან შეკრებილი და მოლაპარაკებებს იქ გააგრძელებდნენ. შეხვედრა გლდანის დეპოს შენობაში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მეტროს მემანქანეების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა აქტივისტებიც შევიდნენ, თუმცა, მერის მოთხოვნით, მათ ოთახი დაატოვებინეს. შეხვედრის მსვლელობისას, მემანქანეების ნაწილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მემანქანეებმა ჟურალისტებთან საუბარში განაცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე მათ ეუბნება, რომ ხელფასების მომატებას მერია 2019 წლიდან განიხილავს, რასაც მემანქანეები არ ეთანხმებიან. დეპოს მორიგის, ვანო მარუაშვილის თქმით, ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება და მეტრო დღეს მუშაობას არ განაახლებს. თამთა ქებურიას ფოტო
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)