|
2018-06-04 18:04:23, 1150 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით საქართველომ სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა
„საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით და ჩვენი გამბედაობით, მდგრადობით საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა“ როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თავდაცვის ტრანფორმაციის პროცესში ჩვენი ისტორია მთავარი მეგზურია. „2018 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია. 10 წელი სრულდება ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. 10 წელი ხდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, 26 მაისს, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან საუკუნის იუბილე ვიზეიმეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენს განვლილ გზას და ამავე დროს ჩვენ წარმატებას წარმოადგენს. 2018 წელი სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას, ჩვენს უახლესი ისტორიის მანძილზე განვლილ ყველა მნიშვნელოვან გზას. და დღეს, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ვადგავართ პროგრესის, ურყევი ძალისხმევისა და წარმატებების გზას. საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით და ჩვენი გამბედაობით, მდგრადობით საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა", - განაცხადა იზორიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)