|
2018-06-03 13:20:52, 1253 ნახვა
საზოგადოება
ქართული ქვევრები კანადაში გაიგზავნა
საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომელიც ქალაქ ვანკუვერში განთავსდება. კანადელი რესტორნის მეპატრონე პასკალ როის (Pascal Roy) საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა. ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა. პასკალ როი პირველ ეტაპზე ქვევრებში ადგილობრივი ჯიშის ყურძენს დაწურავს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს. პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მას მასპინძლობა კახეთში ღვინის კომპანიამ „მარანი მილორაული“ გაუწია, სადაც კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ.
(NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)