19:50 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 23:59:58, 1676 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი უთანხმოება აქციის სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა.

„აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული შეხლა-შემოხლა. ვერ გაარკვიეს თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა, რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ბატონ ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან. საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეებს იცავს“, - განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, კარავში რამდენიმე ნასვამი პიროვნება იმყოფებოდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

„კარვიდან ხმაური გამოდიოდა. რამოდენიმე ნასვამი პიროვნება იყო კარავში, რომელსაც ჭირდებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ჩვენ შევიყვანეთ ექიმები და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს ამ ადამიანებს“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ხმაურია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics