|
2018-06-02 17:20:42, 1229 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას ასახელებს
"ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას ასახელებს და ამ საკითხზე საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. "საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ "ქართული ოცნების" ოფისში დაიწყო დახურული კონსულტაციები ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად. ეს არის ხელისუფლების და "ქართული ოცნების" პასუხი იმ ათობით ათასი ადამიანისთვის, რომელიც თბილისის ქუჩებში უსამართლობას აპროტესტებს და ითხოვს სისტემის დანგრევას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და აპირებს ახალი პროკურორის დასახელებას ზუსტად იმავე სისტემის ფარგლებში, რომლის დანგრევასაც ითხოვს ხალხი. რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, არ დაუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა. ამიტომ, ერთის მხრივ ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც აჟღერებს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოება მიტინგზე და ამ მოთხოვნების მიმართ სრულიად სოლიდარული ვართ, მაგრამ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია დამატებითი პასუხისმგებლობა გამოვდივართ დამატებითი ნაბიჯებით, რომელიც საზოგადოებასთან ერთად საშუალებას მოგვცემს დავანგრიოთ ეს სისტემა და შევცვალოთ ის ვითარება, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა", - აცხადებს ბაქრაძე. მისი თქმით, შალვა შავგულიძე არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც სისტემის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია. ,,შალვა შავგულიძე არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. ჩვენ ვიყავით ყოველთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში. მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატი. მაშინ მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ ის არის ღირსეული, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინაღმდეგ წასვლა", - ამბობს დავით ბაქრაძე.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)