21:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 17:17:59, 2008 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „Gulf Air“ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის

ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია „Gulf Air", რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

კერძოდ, 19 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, „Gulf Air" ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა. ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.

„Gulf Air" ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის მქონე ავიაკომპანიაა, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics