|
2018-06-01 16:50:31, 1623 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ გრძელდება - ვიდეო
პარლამენტის შენობასთან აქცია #ნუმომკლავ გრძელდება. აქციაზე სიტყვით გამოდიან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ბარბარე რაფალიანცის მშობლები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელობის საქმეები გამოუძიებელია. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. აქციას ცოტა ხნის წინ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, გუშინ, თბილისი საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთი გაამართლა, მეორე კი, ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზ სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა და ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვა. რამდენიმე საათში შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ პროკატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლეობით გაემართნენ. მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარლამენტთან სარალიძემ და მისმა უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ მოითხოვეს, დღის ბოლომდე კონკრეტული პირები, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი პასუხისგებაში მიცემულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს მთავრობის გადადგომა დაემატა. მოგვიანებით, პარლამენტთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. მან სცადა, აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა, თუმცა მომიტინგეებმა მას ბოთლები ესროლეს და საუბრის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ დღეიდან ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს და ამ პროცესს შს მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე, პრემიერის თქმით, მოკლული მოზარდების მშობლებს საშუალება ექნებათ, გამოძიებისგან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ. კვირიკაშვილი მთავარი პროკურორის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრს დაავალა, ახალი მთავარი პროკურორი მაქსიმალურად ფართო ფენების ლეგიტიმაციით იქნას შერჩეული. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)