13:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 16:06:50, 1183 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: სისტემური ცვლილებების მოთხოვნა სრულიად ადეკვატურია

"მოცემულ სიტუაციაში ფაქტია, რომ სისტემაში არის კრიზისი და ეს კრიზისი არის ძალიან ლოგიკური, შედეგი წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯებისა, როდესაც სუსტდებოდა ინსტიტუციები და როდესაც არ ახორციელებდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელ რეფორმებს მართლმსაჯულების სისტემაში“, - ამის შესახებ  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სისტემაში ცალკეული ინდივიდების ცვლილება არაფერს შეცვლის.

„სამწუხაროდ, დავით სარალიძის საქმე არ არის ერთადერთი საქმე, ბევრი შვილმოკლული ადამიანი ელოდება სახელმწიფოსგან სამართალს და როგორც ვხედავთ, სამართალი მათთან არ მიდის. შესაბამისად ამ სიტუაციაში აუცილებელია საქმის ადეკვატური შეფასება და შემდგომ ადეკვატური რეაგირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსაძებნია კონკრეტული გამოსავალი და არამხოლოდ ამ საქმეზე. ყველას კარგად გვესმის ცალკეული ინდივიდების ცვლილება გამოსავალი არ არის, ინდივიდებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, მაგრამ თუ სისტემა დარჩება უცვლელი, მხოლოდ სახელებისა და გვარების ცვლილებას არ ექნება ის ეფექტი, რა ეფექტიც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და მოქალაქეებში სამართლიანობის განცდის დაბრუნებას. აუცილებელია სისტემური რეფორმები, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ხვალ სხვა ბავშვები არ დახოცავენ ერთმანეთს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics