21:38 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 01:45:27, 1343 ნახვა

საზოგადოება
ელისაშვილი: სკამზე ჩაბღაუჭებული გარეწარი ვნახეთ პრემიერის სახით

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მმიისტრს გიორგი კვირიკაშვილს გარეწარი უწოდა. 

როგორც ელისაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ქვეყნის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმით აქამდე უნდა დაინტერესებულიყო.  

„შე დალოცვილო, 6 თვე რომ ეს კაცი დადის ინსტანციიდან ინსტანციაში ან თუნდაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ან სხვები, აქამდე ტელეფონის ნომერი ვერ გაიგო, მადაგასკარზე ცხოვრობს ეს ხალხი და თვითონ ავსტრალიაშია, თუ როგორ არის ეს ამბავი? გარეწარი არის კვირიკაშვილი და ყველაფერთან ერთად იდიოტია. გამოვიდა კიდევ რაღაცებს ბოდავდა აქ, რომ შსს-ს დაუბრუნა. აქამდე ვინ იძიებდა. აქამდე რატომ არ დაინტერესდა, რომ ჩაფარცხვა მიდიოდა საქმის. ეს კაცი რომ გამწარებული იდგა იქ, რატომ ერთხელ არ დაურეკა და არ უთხრა, რომ მოდი, ერთი ამიხსენი, რაშია საქმე. შვილები ხომ გყავს, შე დალოცვილო, რომ დასკუპებულხარ მანდ და მილიონებს ატრიალებენ, სკამზე ჩაბღაუჭებული გარეწარი ვნახეთ პრემიერის სახით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics