21:37 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 21:14:45, 1268 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან აქციის ორგანიზატორები „სისტემისგან დაჩაგრული ადამიანების“ სიას შექმნიან

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები "სისტემისგან დაჩაგრული ადამიანების" სიის შექმნას იწყებენ. 

როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ აღნიშნა, სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სისტემისგან დაიჩაგვრა.

"ზაზა სარალიძე ახლა იბრძვის არა მხოლოდ თავისი შვილისთვის, არამედ ჩვენი ჩვილებისთვის. გამოდით და შემოუერთდით ამ აქციას ყველა. აქვე ვიტყვი, რომ ვქმნით სიას, რომელშიც იქნება შეყვანილი ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ წლების განმავლობაში სისტემის მხრიდან დაიჩაგრა და სამართლიანობა ვერ აღადგინა. გამოდით და მოგვიტანეთ თქვენი სიები! - ყველა ჩაიწერება და ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ყველას ვინც თქვენს ჩაგვრაშია დამნაშავე.ერთხელ და სამუდამოდ ამ სისტემას ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ თქვენ დაგიცავთ", - განაცხადა უფლებადამცველმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics