|
2018-05-31 20:35:53, 1252 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: გადამდგარი თუ პოსტზე მყოფი, ყველამ უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ შეკითხვებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად აფასებს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა ადამიანი ვინც შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დასძინა, რომ დაზარალებულების კითხვები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. „რასაკვირველია, გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, მე ადამიანურად მესმის ეს სერიოზული ტრაგედიაა, როცა ასეთი შემოტევის ფონზე გადადგები, მაგრამ ეს არაფერი არ არის იმ ადამიანურ ტრაგედიასთან შედარებით, რაც სარალიძეების ან დადუნაშვილების ოჯახში ტრიალებს. საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. გადამდგარი თუ პოსტზე მყოფი, ყველამ უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ადამიანი, ვინც იცის და ხელს აფარებს დამნაშავეს, ყველა ადამიანი, ვინც არასწორად, არა ქმედითად და მით უმეტეს თუ ვინმე გამოიკვეთა ისეთი, რომ შეგნებულად რამეს ამახინჯებს, ვფიქრობ, ერთნაირად არის პასუხისმგებელი საზოგადოების, ერის და უფლის წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)