06:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 20:06:42, 483 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„გულწრფელად გილოცავთ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში თქვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განსამტკიცებლად. პოლონელმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როდესაც გამოხატა ნდობა თქვენდამი. ეს კი არის თქვენი ქვეყნის დაუღალავი შრომისა და წარმატების შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პირადი წვლილის წყალობით მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებასა და ჭეშმარიტად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასთან“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics