|
2018-05-31 10:53:59, 1127 ნახვა
კომენტარი
კალაძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან დღემდე, პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმაა გამოწერილი
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები წარუდგინა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება. „პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)