|
2018-05-30 18:28:00, 1994 ნახვა
პოლიტიკა
„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვას“ - ბრიტანეთისთვის სირიის გადაწყვეტილება მიუღებელია
დიდი ბრიტანეთი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარებასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის განცხადებაშია აღნიშნული, ოფიციალური ლონდონი ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. "ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოში შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის“ აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია. 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნო და ამით უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთი თავისი ქმედებებით ახლაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფლების უგულებელყოფას. ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს პროცესების მშვიდობიანად წარმართვას. სირიის რეჟიმი და რუსეთი კვლავ აგრესიულად ცდილობენ ნორმებზე დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთხელ და ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს 1808 რეზოლუციისა, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ დადასტურებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)