|
2018-05-30 17:08:44, 1484 ნახვა
პოლიტიკა
„აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია“ - სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის გადაწყვეტილებას გმობს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, "აშშ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს". სახელმწიფო დეპარტამენტმა დასძინა, რომ აღნიშნული რეგიონები საქართველოს ნაწილია. "აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხზე უცვლელია. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სრულად ვუჭერთ მხარს. ამასთან, ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, გაერო-ს წესდების თანახმად თავიანთ ვალდებულებებს ყურადღებით მოეკიდონ. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)