|
2018-05-29 19:26:09, 1562 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: ლიეტუვა მკაცრად გმობს ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ ხელყოფას
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინა ლინკევიჩიუსი სირიის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთის ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა. როგორც ლინკევიჩიუსი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ლიეტუვა მკაცრად გმობს ბაშარ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას და საქართველოს სოლიდარობას უცხადებს. „ლიეტუვა მკაცრად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ ხელყოფას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს. მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ მორიგი უხეში დარღვევის უკან დგას, პასუხი უნდა აგონ“, - წერს ლინკევიჩუსი. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)