|
2018-05-29 17:44:16, 1351 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ სირიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას აპირებს
“ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან! ვაპირებთ პარლამენტში დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძე სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა. კაპანაძის თქმით, აუცილებელია მყისიერად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან და გააქტიურდეს ქართული დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში. „ყველაზე რთულ დროს, როდესაც სირია ომში იყო გახვეული და ასადის ,,გადარჩენის’’ საკითხი დამოკიდებული იყო მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან რის გაკეთებას აპირებს და რა ნაბიჯები იგეგმებოდა. ვაპირებთ, რომ დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა, რა თქმა უნდა მყისიერად უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან და გააქტიურდეს ჩვენი დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში იმიტომ, რომ სირია არის გავლენიანი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გაგრძელება ამ აღიარებას არ მოჰყვეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)