|
2018-05-29 16:11:42, 1328 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სირიის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევად აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა. როგორც ჯანელიძე twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ასადის რეჟიმის ქმედება საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს. „საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ, არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)