22:26 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 12:54:59, 1571 ნახვა

საზოგადოება
ბილაინის მომხმარებელს ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, „ხარვეზებისა და რეკომენდაციების“  ბლოკში ახალი ფუნქციონალის დამატების შესახებ განაცხადა.

შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ნებისმიერი მომსახურებისთვის თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებული კითხვა, რომლის დაფიქსირების შემდეგაც მიიღებს შეტყობინებას საკითხის გადაჭრის სტატუსთან დაკავშირებით. ბილაინი დიდ ყურადრებას აქცევს იმას, რომ მის  მომხმარებელს ყოველთვის ქონდეს შესაძლებლობა მარტივად აკონტროლოს მობილური კომუნიკაციისთვის გაწეული ხარჯები და დეტალურად ნახოს თანხების ჩამოჭრა. გაწეული ხარჯების დეტალებში ხილვა, ბილაინის მომხმარებელს რამდენიმე გზით შეუძლია, მათ შორის MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით და ბილაინის ვებგვერდზე „პირად კაბინეტში“ რეგისტრაციით.

ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული ბილაინის სხვა მომხმარებლებისგან. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია: ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები, სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები და დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირების მარტივი ფორმა.

პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ: https://support.beeline.ge

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics