|
2018-05-28 19:21:19, 1608 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების ფაქტიდან ერთი წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ხვალ, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მუხთარლის მხარდამჭერ აქციას პარლამენტის შენობის წინ გამართავენ. აქცია 17:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. „დაგეგმილი საპროტესტო აქცია დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის ბაქოში დაკავება და გასამართლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოითხოვა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)