|
2018-05-28 18:28:10, 2646 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას მხარი დაუჭირეს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. „მოვუწოდებთ ნატოს წევრებს, ხაზგასმით აღნიშნონ ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა. ამასთან, შეინარჩუნონ გაწევრიანების კრიტერიუმები. გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. განავითარონ და წინ წასწიონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი. ასევე კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსაველთ უკრაინაში. ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მოკავშირეებმა უნდა დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა“, – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დეკლარაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)