|
2018-05-28 13:23:37, 1282 ნახვა
საზოგადოება
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ლუის ვაიდენბოში წარადგინა
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს ნაკრების მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატად ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში წარუდგინა. როგორც ქევხიშსვილმა აღნიშნა, ფედერაციის აღმასკომის წევრები ლუის კვაიდენბოშის პროგრამას ისმენენ. მისივე თქმით, ფედერაცია მოლაპარაკებებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც აწარმოებს. გარდა ამისა, ქევხიშვილმა ფედერაციაში არსებულ დაძაბულობასა და ძიუდოისტების მიერ გამართულ აქციაზე საუბარი არ ისურვა. მისივე თქმით, აღმასკომის წევრებთან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ იქნება. აღსანიშნავია, რომ აღმასკომის სხდომა, პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. ხაბარელის განცხადებით, მისთვის მიურებელია შეხვედრის ფორმატი. "ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან", - განაცხადა ხაბარელმა. ცნობისთვის, ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენები პერიოდულად აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ ქევხიშვილი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს. თავად ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)