|
2018-05-28 12:48:31, 1563 ნახვა
პოლიტიკა
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის მიღება - კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით "მოქალაქეობის შესახებ" კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხები განისაზღვრება. კერძოდ საუბარია ორმაგ მოქალაქეობაზე. იმისათვის, რომ მოქალაქემ სახელმწიფოსგან მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე თანხმობა მიიღოს უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რომლის მოქალაქეობის მიღებას ის აპირებს, საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებაც სურს. ამასთან, ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა, უფლება აქვს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის ქვეყანაში ცხოვრების ცენზი შესაძლოა შეიცვალოს. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზი შესაძლოა 10 წლამდე გაიარდოს; ხოლო გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2-წლიანი ცხოვრების ცენზი შესაძლოა 5 წელი გახდეს. კანონპროექტი უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)