|
2018-05-28 12:17:39, 1421 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო და უკრაინა ნატო-ში რაც შეიძლება მალე უნდა გაწევრიანდნენ
პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, - ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს. როგორც მინიტრმა აღნიშნა, ორივე ქვეყანა ლიანსის წევრი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს და განმარტა, რომ ქვეყნებმა ნატო-ს სწავლებებზე თავი იჩინეს. "პოლონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერაა. ორივე ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნები ალიანსში რაც შეეიძლება მალე უნდა გაწევრიანდნენ. ასევე მიგვაჩნია, რომ ნატო-ს უკრაინასა და საქართველოს უნდა გადასცეს მაპი, რომელზეც საუბარი იყო ჯერ კიდევ 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტის დროს. ჩვენ მათ გვერდში უნდა დავუდგე, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთმა მათ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას", - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)