|
2018-05-26 19:01:50, 1877 ნახვა
საზოგადოება
რაბათის ციხეში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობას
ამ წუთებში, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. აღინშნული ღონისძიება საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით იმართება. საგარეო უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. მათ შორის, ტარდება ველოტური, საბავშვო წარმოდგენები, შეჯიბრები, გამოფენები, რეგიონისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები. წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტების ამსახველი შემეცნებითი-საინფორმაციო გამოფენა-სტენდი.ბავშვებისთვის იმართება ანიმაციური ფილმების ჩვენება და თოჯინების თეატრი. რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი არსებობის პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრებს. იგი ასევე ყურადღებას გამახილებს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი, კახა სამხარაძე; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე; ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი კოპაძე; ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა მელიქიძე. მისასალმებელი სიტყვების დასრულებისას გაიმართება ფლეშმობი, გაიშლება საქართველოს დროშა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საზეიმოდ აინთება 100 წლის საიუბილეო ინსტალაცია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)