|
2018-05-26 13:54:15, 1666 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება
„დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას და ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო. „დღეს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის გვერდში დგომას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში დახმარებისთვის, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთან თანამშრომლობაც უპრეცედენტო მასშტაბს იღებს. დღეს, როცა ჩვენს სამშობლოს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია, ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და შეკავშირება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ იმ დიდი მიზნის მიღწევას, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე ქმნის ისტორიას, ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო. მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს დღეს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“, - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)