|
2018-05-26 13:25:08, 1934 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა (ფოტო)
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში მდინარე ნერისზე ხიდები და ქალქის ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. „ძვირფასო საქართველო, ლიეტუვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს. თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები. დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები - მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია. დიდება თავისუფლებას!", - აღნიშნა პრეზიდენტმა მიმართვაში. დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)