|
2018-05-26 12:56:24, 1601 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ოფიციალურ მიღებაზე საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, საერთაშორისო დელეგაციებისათვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი კობახიძემ საქართველოში დამოუკიდებლობის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამუშაო ვიზიტად მყოფ 20 - მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებსა და პრეზიდენტებს უმასპინძლეს. სტუმრებს პრეზიდენტის სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერებინა. საზეიმო დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებმა სიმბოლურად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)