|
2018-05-25 20:49:56, 1521 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა არმენ სარქისიანს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოძმე სომხეთი, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორივე ქვეყნისთვის თარიღი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დინამიკას შეიძენს. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი,"- განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. არმენ სარქისიანმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი დაადასტურა. შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სტაბილურობა რეგიონში კეთილდღეობის მომტანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა.
თამარ ლომაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)