|
2018-05-25 18:59:01, 1187 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისს ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ისტორიულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საზეიმოდ გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური მისიების საქმიანობის ამსახველი მასალები, პირველი რესპუბლიკის მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მინიჭებული ოფიციალური სიგელები. დამთვარიელებლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი მნიშვნელოვანი პირების ბიოგრაფიები და ფოტოები. გამოფენის ერთი კუთხე დაეთმობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ციტატებს. აღსანიშნავია, რომ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ქართული დიპლომატიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორისაა, საგარეო უწყებისა და ქართული დიპლომატიის შესახებ ისტორიული საარქივო მასალების გამოფენები, საჯარო ლექციები და ღია კარის დღეები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)