|
2018-05-25 18:56:40, 1292 ნახვა
საზოგადოება
გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მე-12 კლასელთა 2018 წლის გამოსაშვები გამოცდების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვიტაც ირკვევა, რომ გამოსაშვები გამოცდები 11 ათასმა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. შედეგების თანახმად, მე-12 კლასელთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია: • ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: • გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი - 1983. იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია - 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)