|
2018-05-25 18:51:03, 1226 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი 25-26 მაისს საქართველოს ეწვევა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, შედგება „პროექტის-„ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის" განხორციელების შესახებ" მთავრობათშორისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი და გაკეთდება განცხადებები პრესისთვის. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, კერძოდ, ის სიტყვით გამოვა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავი ფიცის დადების ცერემონიაზე, ასევე დაესწრება ხელოვნების სასახლის მუზეუმში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას და საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების იმიტირებულ ცერემონიას. საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატივცემულოდ, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით, „ქორთიარდ მარიოტში" ლანჩი გაიმართება. ვიზიტის დასასრულს, 26 მაისს, ჟან-ივ ლე დრიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალა-კონცერტს დაესწრება. თბილისის შემდეგ, ჟან ივ ლე დრიანი ბაქოში გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)