|
2018-05-25 15:32:30, 1339 ნახვა
საზოგადოება
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც ხელი 2017 წლის 23 მაისს მოეწერა. „20 მაისს, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპი მოიცავს ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს და პირადად მიხეილ გიორგაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება სიმბოლურად ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას და ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. ასეთი ნაბიჯები ნამდვილად წაადგება იმ საქმეს, რასაც ჰქვია მეგობარ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაღრმავება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)