20:55 - 22 Jul, 2026
|
2018-05-25 11:09:59, 1484 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობა საქართველოს საკუთრებაში გადმოეცემა
მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობა (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოეცემა. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრას შესახებ გაავრცელა. „შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)