|
2018-05-25 11:38:31, 1142 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვას საგარეო მინისტრი: მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება
„მტკიცედ მწამს, რომ რეალიზდება ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება“, - ამის შესახებ მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის ტუდორ ულიანოვიჩის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. საგარეო უწყების ცნობით, ტუდორ ულიანოვიჩი აცხადებს, რომ მოლდოვა უაღრესად აფასებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და დინამიურ ურთიერთობებს. ამასთან, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებებს შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. „დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს. ასი წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები კვლავ ახლობელია ჩვენთვის, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ. მტკიცედ მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება", - ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)