20:56 - 22 Jul, 2026
|
2018-05-25 10:02:29, 1077 ნახვა
პოლიტიკა
დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დღეს ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა. გრიბაუსკაიტე თბილისში 14:00 საათზე ჩამოვა. დღესვე, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი ლიეტუვას და საქართველოს პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. გრიბაუსკაიტე ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ლიეტუვას პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)