|
2018-05-24 14:17:37, 1147 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეები ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვდა
„არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეების გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყება ამ საქმეებზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებას ატარებს. „ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩადენილ იქნა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. უმაღლესი კომისრის ანგარიშში არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის საქმეებიც მოხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)