|
2018-05-24 13:02:22, 1548 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობენ
„თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელი“, - ასე უპასუხა ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ფედერაციის პრეზიდენტის 5-პუნქტიან შეთავაზებას. ქევხიშვილმა ძიუდოისტებს შესთავაზა, წარმოადგინონ მათი ნდობით არჭურვილი პირი, რომელსაც ის თანაშემწედ დანიშნავს. ლიპარტელიანის განცხადებით, ქევხიშვილის წინადადება მიუღებელია, რადგან ძიუდოს ფედერაციაში ვინმეს წარდგენა მათ კომპეტენციაში არ შედის. „ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან. ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა. თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)