|
2018-05-24 11:54:48, 1157 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების შევსება მიმდინარეობს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი. სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში. პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია). კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.) პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500 - მდე დევნილმა ისარგებლა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)