|
2018-05-23 12:23:17, 1131 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიაში კახეთის სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ტური მოეწყო
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. მოეწყო შემეცნებითი ტური ლაბორატორიის საუკუნოვანი ისტორიის შესახებ. გამოფენილი იყო ლაბორატორიის საქმიანობის საარქივო ფოტო-მასალა, სადაც ნაჩვენები იყო ლაბორატორიული დანადაგრების განვითარების ეტაპები. ღია კარის დღე ჩატარდა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში. მოსწავლეებს განემარტათ ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიულ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის პრინციპები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანია საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების მიმართულების პოპულარიზაცია, ახალგაზრდული იდეების წახალისება და დამწყები პროექტების ხელშეწყობა. ამჯერად, ლაბორატორიას კახეთის რეგიონის, საგარეჯოს, გომბორის, უდაბნოს, პატარძეულის, ხაშმის და „მზის გულის“ საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)